მე მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ყველაფერი ამ დღეებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძალებში არის, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა. მე მინდა მივესალმო ყველა ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტაციის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა და ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე.
tbl.ge/61sf
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე - "შინ, ევროპისკენ".
ამავე თემაზე
- ჰერჩინსკი: უცვლელია ჩვენი წესებიც, EU-ს გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას
- EU-ს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს – პაპუაშვილი
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს




