რუსეთი-ლიტვა

რუსეთი ლიტვას: თუ ტრანზიტი არ აღდგება, ეროვნული ინტერესების დაცვის უფლებას ვიტოვებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ლიტვა გააფრთხილეს, რომ თუ კალინინგრადისკენ ტრანზიტი სრულად არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების დაცვის უფლებას იტოვებს. 

დღეს, 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.

18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ

აქამდე ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორებიც დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.

კომენტარები