რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: სოფელ ბერესტოვოს გარეუბანში ოკუპანტების თავდასხმები მოვიგერიეთ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა სოფელ ბერესტოვოს გარეუბანში ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს.

"მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია რესურსების დაგროვებაზე ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით შემდგომი შეტევის მიზნით. მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ჯარების პოზიციებს და ORLAN-10 უპილოტო საფრენი აპარატით ზვერავდა მათ. ბახმუტის მიმართულებით, იაკოვლევკას მახლობლად მტერმა KA-52 ვერტმფრენებით ავიაიერიშები დაიწყო, ხოლო მაისკოეს, დოლომიტნოეს და ზაიცევოს რაიონებში სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. სოფელ ბერესტოვოს აღმოსავლეთ გარეუბანში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის თავდასხმები წარმატებით მოიგერიეს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები