ეს პუნქტი [დეოლიგარქიზაცია] არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინასა და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი ნახსენები და ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა ბუნებრივია უნდა გაგრძელდეს.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: საქართველოში ოლიგარქები არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ხალხს
tbl.ge/61qw
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედთან. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზაცია შეიტანა.
ამავე თემაზე
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა




