წნორი

წნორში არასრულწლოვანი არხში დამხრჩვალი იპოვეს

Tabula

ქალაქ წნორში სანიაღვრე არხში დამხრჩვალი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია. შემთხვევა 17 ივნისს მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არასრულწლოვანის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

კომენტარები