ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით იმას, რომ როდესაც ევროკომისია იმუშავებს, ჩვენ ვთხოვდით და გვქონდა ამის მოლოდინიც, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო, მე ესეც შემიძლია ვთქვა, თუკი გავითვალისწინებთ და გაითვალისწინებდნენ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის 30 საუკუნეა, ქართველები იბრძვიან და ევროპის ნაწილი რომ უნდა გავხდეთ, ქართველებმა ეს შინაგანად ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ევროპის მხრიდან მისაღები.
საქართველო-ევროკავშირი
მათიკაშვილი ევროკომისიაზე: გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო
tbl.ge/61pg
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი პალიტრანიუსის ეთერში. ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.
საქართველო-ევროკავშირიდავით მათიკაშვილიევროკომისიის რეკომენდაციაევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- EU-ს საელჩო: სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს, სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს
- ქურდოვანიძე: სტრასბურგში განვიხილავთ საქართველოში პოლიტიკურ დევნას და ანგარიშსწორებას
- წულუკიანი: არასწორია იმის მტკიცება, რომ EU-სთან მოლაპარაკებების გაწყვეტა ჩვენ მიერ მოხდა
- ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება – ბოჭორიშვილი დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე
- პაპუაშვილი დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე: ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა