საქართველო გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობას, ეს შეთანხმებული გვაქვს ევროკავშირთან [...] რაც შეეხება პირობითობის საკითხს, ეს არაა ახალი და ამის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. მსგავსი პრაქტიკა ასევე ჰქონდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი საბოლოო მიზნისკენ და ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევით, ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.
საქართველო-ევროკავშირი
საგარეო საქმეთა მინისტრი: ამბიციური რეფორმებით ქვეყანას საბოლოო მიზნამდე მივიყვანთ
tbl.ge/61oz
დაკოპირდა

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე. დღეს, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.
საქართველო-ევროკავშირიილია დარჩიაშვილისაგარეო საქმეთა მინისტრისაგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნებაევროკავშირიევროკომისია
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი




