საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე: არაჩვეულებრივი იდეა მქონდა, შეიქმნას სპეციალური კომისია

რა არის გასაკეთებელი - ამის სია მოცემულია. კიდევ ერთხელ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.

ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, რომ დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რომელიც დიდად არ წაადგება ამ ქვეანას და მიუდგეს აქ მუშაობას, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი.

მაგალითად, დავუბრუნდები, იმ, მე თვითონ ვიტყვი ჩემს თავზე, არაჩვეულებრივ იდეას, რაც მქონდა და წინადადებას - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იქნება მიძღვნილი სწორედ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებულად 2022 წლის ბოლომდე.  

მე მგონია, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს ამ კომისიის, რაც გვინდა დავარქვათ, სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი სწორედ ჩვენი პარტნიორებითვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდსა და მთავრობაში (და სხვათაშორის, დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობიდან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა)... თუ ასეთი რამე შეიქმნა, იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი გზა, განაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რომ მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უმდა იყოს ჩვენი შედეგი, პოზიტიური შედეგი და წარმატება 2022 წლის ბოლოს.

ასე რომ არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება კი, მაგრამ საქმე, ერთად, რაც შეიძლება მაქსიმალუად ერთიანად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ მივაღწიოთ მიზანს, შედეგს. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.

კომენტარები