საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი: თუ მთავრობამ ეს 6 თვეც ისე გააგრძელა, როგორც ბოლო წელი, ხალხი პასუხს გასცემს

გვაძლევენ პირობითად ვადას 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუ ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატის სტატუსი და გვინდა, ჰო? ვიცით, რომ 85%-ს უნდა.

ასე რომ გავაკეთოთ  და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, 6 თვე აქვს და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან, არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან საერთოდ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.

კომენტარები