საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი ევროკომისიაზე: ეს გაფრთხილებაა – რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია, და მე ვეთანხმები წინა გამომსვლელს, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით. 

ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყრათ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედი მაქვს. არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება - რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და პირობების შესრულება მოუწევს.

კომენტარები