რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: მდინარე სივერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი განადგურებულია

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მდინარე სივერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც სევეროდონეცკსა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აკავშირებს, ახლა დიდი ალბათობით, განადგურებულია.

"უკრაინამ, სავარაუდოდ, სამხედრო ძალების დიდი ნაწილი გაიყვანა, რომლებიც ქალაქს იკავებდნენ.უკრაინის ქვედანაყოფებისთვისა და მდინარის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა.

ვინაიდან, ხიდები განადგურებულია რუსეთის სამხედრო ძალებს მდინარის გადაკვეთა ან არსებულ პოზიციებზე წინსვლა მოუწევთ, რათა ტაქტიკური მოგება ოპერატიულ უპირატესობად აქციოს.

უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთის ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფების ნაწილი (BTG) - როგორც წესი, დაახლოებით 600-დან 800-მდე პერსონალით არის დაკომპლექტებული". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები