საქართველო-აშშ

მაკკოლი: საქართველოს მთავრობის ინტერესებში პუტინთან მოკავშირეობა არ უნდა შედიოდეს

თუ [საქართველოში] რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილად პრობლემაა. მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში. რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის ნატოში გაწევრიანების უფლება. იქ იყვნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ, პრობლემა იყო კორუფცია. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოც, სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია.

[საქართველოს მთავრობის] ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. Მათ ინტერესებში არ უნდა იყოს საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ [საქართველოს] დაპყრობით დასრულდება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები