ქართული ოცნება

კობახიძე: ზურაბიშვილს შევახსენებთ, თბილისიდან 40 კმ-ში არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა – "მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას.

რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები