საქართველო-ევროკავშირი

ლომჯარია: თუ პრეზიდენტს აქვს პრეტენზიები მთავრობასთან, შეუძლია მასაც ნაბიჯების გადადგმა

იყო საკითხები, რაშიც ვეთანხმები პრეზიდენტს. მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმებისა და შეუსრულებელი ვალდებულების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის წინაშე.

თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, რადგან თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იყო გაუმართლებელი, მას შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო. როგორც იცით მას შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, ამიტომ, რატომღაც მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს. 

მე მაქვს მასთანაც კითხვები, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა, რისი მანდატიც აქვს, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 14 ივნისს, გამართულ ბრიფინგს.

კომენტარები