ჰოლივუდი

მსახიობი ჯესიკა ალბა YAHOO-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

Fox Business

მსახიობი ჯესიკა ალბა კომპანია Yahoo-ს დირქტორთა საბჭოს წევრი გახდა. ინფორმაცია გამოცემა Reuters ავრცელებს.

Yahoo-მ საბჭოში რამდენიმე განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენელი დაამატა. ალბას გარდა დირექტორთა საბჭოს ახალი წევრია NBA-ს გუნდის, დალას მევერიკსის ხელმძღვანელი სინტია მარშალი. Yahoo-ს განმარტებით კომპანიაში ახალი, ზრდისა და ტრანსფორმაციის პერიოდი იწყება.

Yahoo ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საძიებო სისტემაა, რომელიც 2021 წელს კომპანია Apollo Global Management-მა შეისყიდა.

ალბას კინოკარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა მსახიობმა 2000-იან წლებში მოიპოვა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Sin City, Fantastic Four, Good Luck Chuck, Machete. 2012 წელს ალბამ ბავშვთა ჰიგიენისა და მოვლის ბრენდი Honest Company დაარსა. 

კომენტარები