საქართველო-ევროკავშირი

მეუფე სტეფანე: უფალს ვერ მოატყუებ, გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი აქ, რას ლაპარაკობდიო

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დანგრევისკენ არის განწირული. რაც არ უნდა, ვინც არ უნდა, რა ალიანსებიც არ უნდა აკეთოს, რა დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ატომური ბომბი, რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები აკეთოს, ეს ყველაფერი ერთიანად განადგურდება და არაფერი არავის არ შერჩება. ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი, უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი - ამას, ამას, ამას, ვის ატყუებდი, ის ხალხი, გარშემო რომ იყო, რას უკეთებდი, საბჭოთა კავშირი რომ დააარსეთ, თქვენ რას აკეთებდით და ა.შ. 

პრაქტიკულად, კი, ყველაფერი კარგია, რასაც ადამიანი შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ როდესაც სიცრუით აკეთებს და როდესაც უსამართლო რეზოლუციებს ღებულობს და როდესაც უსამართლო დადგენილებებით უნდა, რაღაც გარკვეული სიკეთე მოიტანოს, შეუძლებელია სიკეთე უსამართლობით. შეუძლებელია, ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს, მათ, ვინც აქტიურად ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტის შესასვლელებს და პირდაპირ ერთ ამბავში იყვნენ და მეორეს იჭერდე, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ის, ვინც იქ რეზოლუციებს გამოსცემს, იმიტომ, რომ შენ ისინი გეუბნებიან, რომ ესენი დაიჭირე - იჭერ ვის? რომ იტყვის სიტყვას რაღაცას ან რაღაცას შეიგინება. მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურარარი...

თქვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ 13 ივნისს. 

კომენტარები