16 ივნისის აქცია

კობახიძე 16 ივნისის აქციაზე: ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სათანადოდ გააზრებული

არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია სამწუხაროდ ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ცუდი სურათი რომ შეიქმნას, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ერთპიროვნულად გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როცა იგეგმება, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, კარგად უნდა იყოს გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს ამაზე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ხელისუფლება 16 ივნისის აქციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა. 

კომენტარები