რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთს უკრაინის ომში დაზიანებული აღჭურვილობის ჩანაცვლება უჭირს

Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში, ხარკოვში მცირე ტერიტორიულ წინსვლას პირველად მიაღწიეს.

"10 ივნისს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იწინასწარმეტყველა, რომ სახელმწიფო თავდაცვის ხარჯები 600-700 მილიარდი რუბლით (8,5-10 მილიარდი GBP) გაიზრდებოდა, რაც შეიძლება მიუახლოვდეს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის 20%-იან ზრდას.

რუსეთისთვის მაღალი ხარისხის მოწინავე იარაღის წარმოება, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემურია, რაც, დიდი ალბათობით, უკრაინაში გაფუჭებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას შეუძლებელს გახდის". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები