საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: უბრალოდ ტყუილია, არავის გაგვაჩნია საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი

უბრალოდ ტყუილია, წარმოდგენა არ მაქვს სად იპოვა ეს ინფორმაცია მმართველმა პარტიამ. არავის ევროპარლამენტში არ გააჩნია ინტერესი საქართველოს ომში ჩათრევის, რატომ უნდა ჩავითრიოთ ომში საქართველო, ყველას გვსურს ვიხილოთ მშვიდობა, თუმცა, მეორე მხრივ უნდა დავრწუნდეთ იმაში, რომ უკრაინას სოლიდარობას ვუწევთ, იმ ხალხს, ვინც იცავს ქვეყანას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვისი ჩათრევა გვსურს ომში და არ ვიცი ეს ნარატივი, ეს ტყუილი, საიდან მოვიდა ეს სურათი, მაგრამ ჩვენგან ნამდვილად არა, არც ჩვენი რეზოლუციიდან და არც განცხადებებიდან.

ასე გამოეხმაურა მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი პოლიტიკის ფორმულაში ჩართვისას საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ "თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა". გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას სინქრონული თარგმანი.

კომენტარები