რა თქმა უნდა, დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების, ქვეყნების მიერ მიღებული და შეგროვებული უნდა იყოს, რომლებიც სანქციების შეთავაზებას გააკეთებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს ახალი ხილი არ გახლავთ ბოლო განვითარებებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით. თქვენ იცით მაგალითად, მოლდოველი ოლიგარქის სანქციების შესახებ, რომელიც გაიქცა მოლდოვიდან, მას შემდეგ, რაც პრომოსკოვური მხარდაჭერა ვერ ეხმარებოდა არჩევნების მოგებაში. ასევე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის სანქცირების შესახებ იცით. აი, ამას აკეთებს ევროკავშირი, ევროპული საზოგადოება, თანამეგობრობა. ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორც იქცევა ბიძინა ივანიშვილი, რა გავლენა აქვს მმართველ პარტიაზე და გაგვაჩნია ინფორმაცია მისი კავშირების შესახებ რუსეთთან, რუსეთის სხვადასხვა მნიშვნელოვან მოთამაშესთან. მე არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები იქნება შემოღებული ან ევროკავშირის, ან აშშ-ს მიერ.
საქართველო-ევროკავშირი
კუბილიუსი: არ გამიკვირდება EU-ს, ან აშშ-ს მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება
tbl.ge/61gl
დაკოპირდა

თქვა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში. გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას სინქრონული თარგმანი.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი




