საქართველო-ევროკავშირი

ზარქუა ზურაბიშვილზე: მგონია, მას სიტყვა გაექცა, რადგან ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს

მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია აი ამ არხებიდან, ამოვარდნილია კონტექსტიდან. როგორ შეიძლება ახლა შენ მწვალებელი, მწვალებლის თანაშემწეები გააიგივო და ერთ სიბრტყეში დააყენო ბატონ ივანიშვილთან. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს რეკომენდაცია გაუწია, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე იმიტომ შეირჩა ამ პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა ევროპული გამოცდილება პოლიტიკოსის და ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა ნიშნავს სამართლიანობას, სამართალსა და სიმართლის თქმას. აქედან გამომდინარე, მე ვისურვებდი, რომ ის უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როცა განცხადებებს აკეთებს. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვა გაექცა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. "მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ბიძინა ივანიშვილს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები