ევროკავშირი

პრემიერი: ვაჭრობის შედეგად, ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე მილიარდ დოლარს უხდის

სანქციებს თუ დავუწესებდით რუსეთს, რას ნისნავდა? უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ვინმეს ახსენდება, ეს ადამიანები როგორ შრომობენ? როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, 4 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ?

როდესაც გვაკრიტიკებდნენ გარკვეული რეზოლუციების გამო, რძესთან დაკავშირებით და ყველთან, ამაზე ათასი ცინიკური განცხადება გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ რა ხდება? არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, სახელმწიფოებრიობა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარობაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები