საზოგადოება სწორედ ახლაც ღებულობს არასამართლიანად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებს. იმიტომ, რომ მისი აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ხმარდებოდა და ახლაც ხმარდება საზოგადოებრივ სიკეთეებს. სწორედ აქედან გამომდინარეა, როდესაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრაქტიკულად ეს სანქციები, ჯერ ამის შანსი არ არის, მაგრამ ზოგადად როცა არის მოთხოვნა, შეეხება საზოგადოების სიკეთეებს. მოლოდინი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყანას მოგვანიჭებენ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვანიჭებენ, პრემიერს ბუნებრივია ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს და აღნიშნა, რომ სიმართლეს ეტყვის საზოგადოებას.
საქართველო-ევროკავშირი
მაჭარაშვილი: ივანიშვილის აქტივების უმრავლესობა საზოგადოებრივ სიკეთეებს ხმარდება
tbl.ge/61fn
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ის ყველაფერს ფარდას ახდის.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




