რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ბოლო 48 საათის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა

RIA

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა ომის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

"რუსეთის 90 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი დონბასში, მდინარე სივერსკი დონეცის დასავლეთით მდებარეობს. დონბასში მიმდინარე თავდასხმების გამო, რუსეთს ან უკან დახევა ან მდინარის გადაკვეთა მოუწევს. უკრაინის სახმედრო ძალები ოკუპანტების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები