საფრანგეთი

საპარლამენტო არჩევნებში მაკრონისა და მემარცხენეთა ბლოკები ლიდერობენ – პირველადი ეგზიტპოლი

2022 წლის საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები
REUTERS/Pascal Rossignol

12 ივნისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა. 

პირველადი ეგზიტპოლების მიხედვით, პირველ ადგილზე 25.7%-ით მემარცხენე პარტიების ბლოკი La Nupes-ია. რაც შეეხება მაკრონის ცენტრისტულ პარტიათა ბლოკს, მათ ამომრჩეველთა 25%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეთა პარტიამ 19.3% დააგროვა. 

2022 წლის საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, რაც საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია.

პარტიები ქვედა პალატის ეროვნული ასამბლეის 577 ადგილისთვის იბრძვიან. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები ორი ტურისგან შედგება - მეორე ტური 19 ივნისისთვისაა ჩანიშნული, შესაბამისად, ახალი პარლამენტის შემადგენლობა მომდევნო კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. 

კომენტარები