მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: ევროპა თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო?

ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები და რაღაცა. ძლივს წესიერად მივდივართ, რომ მშვიდად გავიაროთ. როცა გვიჭირდა, ვინმე დაგვეხმარა? ახლა უარს რომ გვეუბნებიან, რას ეუბნები რუსეთს? რისთვის მეუბნები? სასამართლოსთვის? ისევ მიშას მოსამართლეები არიან. ჩვენთან ვინც დამნაშავე იყო, ყველა შეიფარეს...

ბოლო-ბოლო გაზი ჩემგან გადის? რუსეთის გაზზე ხელს ხომ ითბობს უკრაინაც და ყველაც? ჩვენგან რა უნდათ?! ძირითად სანქციებზე მიერთებულები ვართ, ხო?! ხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდი, ვის ვკითხო? ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ან ევროპის, ან რუსეთის ხელისუფლებას, ვისგან ვიყიდი საჭმელს. მომეცი მაშინ შენ იმ ფასში და შენგან ვიყიდი...

საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან, ვერავინ დაგვაჩოქებს. მაინც გავიმარჯვებთ. სამარცხვინო რაღაცები რაც ხდება, ეს არის სამარცხვინო, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. სირცხვილია უბრალოდ რაც ხდება.. ჩვენთან ყველა სახლზე ლამის უკრაინის დროშაა და მეტი რა გავუკეთოთ...

ვუსმენ ხოლმე ჩვენს იმეებსაც და სამარცხვინოა. ეს რა თქვეს და... როგორ აბა, ევროპას როგორ დაველაპარაკები, თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია. და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ, კიდე რუსეთთან მარტო გვტოვებენ? მაგიც არ არის, დავრჩებით, დავრჩებით, რას ვიზამთ ეხლა, ძალად ხომ ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი, თუ ადრეც გამყიდე, ახლაც გამყიდი ხო? ამიტომ დაველოდები გადაწყვეტილებას რა, დაველოდები გადაწყვეტილებას და რავიცი ვუსურვებ იმათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

ბოდმელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი. 

კომენტარები