საქართველო-ევროკავშირი

ვაშაძე: მომცენ უფლებამოსილება და მთლიანად დავალაგებ საკითხს ბრიუსელთანაც და ვაშინგტონთანაც

ორი კვირაა დარჩენილი საბოლოო პასუხამდე, მე რომ ახლა შესაძლებლობა მომეცეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, პირდაპირ ზელენსკის ვათქმევინებ, რომ საქართველოს ჩვენთან ერთად მიეცით კანდიდატის სტატუსიო.

უბრალოდ, ამ შედეგის მისაღწევად შესაძლებლობა, უფლებამოსილება უნდა მქონდეს, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს. დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართულ ოცნებას მიმართავს.

კომენტარები