რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 9 ივნისის ანგარიში

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაიანში მოძველებული ტექნიკის გამოყენებას განაგძობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმციით, ოკუპანტები ხერსონის ოლქში 1950-იანი წლების იარაღს იყენებენ. გენშტაბის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ეს ნაღმები როსტოვის ოლქიდან ხერსონში გადაიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაღმები განადგურდა. 

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის მქონე იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

  • რუსეთის მაღალჩინოსნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამთავრობო პოზიციების დაკავებას განაგრძობენ.
  • რუსული ძალები აგრძელებდნენ ბრძოლას სევეროდონეცკში აზოტის ინდუსტრიული ზონისთვის
  • რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკზე შეტევებს განაგრძობენ.
  • ოკუპანტები სვიატოჰირსკის გარშემო და ლიმანის დასავლეთით შეტევებს განაგძობენ, რათა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაწინაურება შეძლონ.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები