საქართველო-ევროკავშირი

ივანიშვილის პროპაგანდისტი: აშშ-ს უნდა ჩვენი დასჯა და ევროპა წინააღმდეგობას ვერ უწევს

დღესავით ნათელია, რა დგას ამ ყველაფრის უკან. როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიმართლე სულ სხვაგანაა. თუმცა, სამწუხაროდ, არც ქართველებს და არც ევროპელებს არავინ არაფერს ეკითხება. დიდი ძალისხმევის, შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო ომში და ამისათვის უნდა დაისაჯოს. ამერიკელებს უნდათ ჩვენი დასჯა და ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის რესურსი, მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, სრულიად ნულოვანია...

...ამერიკელები საქართველოს ფულს რომ აძლევდნენ, ამ ფულის წართმევით დაგვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ფულს არ გვაძლევენ და შესაბამისად, შანტაჟისთვის ახალი ხრიკის მოფიქრება - კანდიდატის სტატუსი დასჭირდათ. კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ისეთ პირობებს მიაბამენ, რომელთაგან უკლებლივ ყველა სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობის, ხელისუფლების ცვლილებისა და ნაცმოძრაობის დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ სალომე სამადაშვილს საჯაროდ წამოცდა კიდეც.

მოკლედ რომ შევაჯამო, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს და ხელისუფლება საქართველოს დამღუპველ ომში არასოდეს ჩართავს.

მეგობრისთვის თავიც შეიძლება გაწირო, თუმცა, მეგობარი, რომელიც შენგან თავის გაწირვას მოითხოვს, მეგობარი არცაა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებს საქართველოსთვის მორალურად შემოსადავებელი არაფერი აქვთ.

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტარები ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობიან

კომენტარები