ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ძალიან ცუდი რეზოლუცია. მაშინ, როდესაც 2 კვირა რჩება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. შესაბამისად, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და შემდეგ ხმას აძლევენ ამ მომენტში, თავს უწოდებდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური ან ბიზნეს კავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება როგორც ცილისწამება, როგორც ტყუილი და შეტევა როგორც პირადად ივანიშვილზე, ასევე მის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე იმის მიუხედავად, რომ ის პოლიტიკაში უკვე აღარ არის.
tbl.ge/61c2
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე. ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა.
ამავე თემაზე
- EU-ს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს – პაპუაშვილი
- უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა EU-ს და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
- არ გახდება კვლავ EU მშვიდობის პროექტი? ეს გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს - მათიკაშვილი
- საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
- პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას




