რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: საარტილერიო მარაგები იწურება, დასავლეთის დახმარებაზე ვართ დამოკიდებული

უკრაინის ჯარი დონბასში რუსულ პოზიციებს უტევს, 7 ივნისი
Aris Messinis/AFP/Getty Images

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინამ ფაქტობრივად ამოწურა რუსული და საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალების მარაგი და მხოლოდ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.

"ეს უკვე საარტილერიო ომია და ჩვენ ამ მხრივ, ამ ბრძოლას ვაგებთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოგვცემს დასავლეთი. უკრაინის 1 საარტილერიო დანადგარზე, რუსეთის 10-15 დანადგარი მოდის. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მათ ხელთ არსებული შეიარაღების მხოლოს 10% მოგვცეს. ჩენ თითქმის სრულად გამოვიყენეთ საარტილერიო საბრძოლო მასალების მარაგი და ახლა NATO-ს სტანდარტის ჭურვებს ვიყენებთ". - თქვვა სკიბიცკიმ.

როგორც The Guardian წერს, სკიბიცკის აზრით, სამხედრო კონფლიქტი ძირითადად საარტილერიო ომის სახით გაგრძელდება და საჰაერო თავდასხმების რაოდენობა, სავარაუდოდ, აღარ გაიზრდება.

კომენტარები