ბიძინა ივანიშვილი

დავითულიანი: მთავარია, ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი და ივანიშვილი აქეთ გაგვამხნევებს

ბიძინა ივანიშვილს იმდენი ღირსება აქვს, რომ სხვისი მინიჭებული ღირსების "ორდენი" არ სჭირდებოდეს, მით უმეტეს ასეთ რააღაც ირონიულ სტილში [...] არ მგონია ბიძინა ივანიშვილს ჩვენი გამხნევება სჭირდებოდეს, ბიძინა ივანიშვილი ისედაც ძალიან მხნედ იქნება, დარწმუნებული ვარ. მთავარია, ქვეყანას არ დაუდგეს მძიმე პერიოდი და რამენაირად ბიძინა ივანიშვილი თვითონ გაგვამხნევებს აქეთ.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე - სჭირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს გამხნევება.

კომენტარები