რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: მარიუპოლი ქოლერას დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სევეროდონცკის გარშემო მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩრდილოეთით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.

"რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირობების შექმნა საკმაოდ უჭირს. მოსახლეობას სასმელ წყალზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამასთან ერთად, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისების ძირითადი შეფერხება გრძელდება. ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერას დიდი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან დაფიქსირდა". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები