NATO

რასმუსენი: პირველი შეცდომა 2008-ში დავუშვით, როცა საქართველო-უკრაინის ცხადი გზა არ დავსახეთ

რეტროსპექტრულად ჩანს, რომ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა 2008 წელს იყო, როცა ბუქარესტში გვქონდა NATO-ს სამიტი, რომელზეც გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებოდნენ. თუმცა ვერ შევთანხმდით მათთვის ეგრედ წოდებული გაწევრიანების მოქმედების გეგმის (MAP) გადაცემაზე და NATO-ში ამ გახლეჩვამ გაუგზავნა მცდარი მესიჯი პუტინს, რომელიც საქართველოს რამდენიმე თვის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, თავს დაესხა.

ასე რომ, ვფიქრობ პირველი შეცდომა ჯერ კიდევ 2008-ში დავუშვით, საქართველოსა და უკრაინის წინსვლის გზის არგამოკვეთით. შეცდომა დავუშვით 2014-შიც, რუსეთის მიერ ყირიმის რუსეთის ფედერაციაში უკანონო ანექსიის შემდეგ, როდესაც გარკვეული სანქციები დავაწესეთ. თუმცა ეს მსუბუქი სანქციები იყო და ამ ყველაფერმა პუტინს მისცა შთაბეჭდილება, რომ მას, თითქმის ნებისმიერ ფასად, შეეძლო მიწების ხელში ჩაგდება ძალით. ასე რომ, ჩვენ დავუშვით შეცდომები. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით. 

NATO-ს გენერალური მდივანი ძალიან რთულ პოზიციაშია, რადგან მან კონსესუსს უნდა მიაღწიოს. საიდუმლო არაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მე სხვანაირი მიდგომა მსურდა. 2008-ში დანიის პრემიერმინისტრი ვიყავი. მე ვემხრობოდი საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გადაცემას, თუმცა NATO-ში კონსესუსის მიღწევა ვერ შევძელით. 2014-ში ვემხრობოდი ბევრად უფრო ძლიერ ზომებს, მაგრამ კონესუსს ამაზე ვერ მივაღწიეთ და, რა თქმა უნდა, მომიწია ამას შევგუებოდი. თუმცა, ვფიქრობ ისტორიისგან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დიქტატორებთან დაშოშმინებას მშვიდობამდე ვერ მივყავართ. მას მივყავართ ომამდე და კონფლიქტამდე, რადგან ისინი პატივს სცემენ მხოლოდ ძალაუფლების, ძალისა და ერთობის ენას.

ისაუბრა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა Foreign Policy-სთან.

კომენტარები