უკრაინა-საქართველო

პაპუაშვილი: მიკვირს, თუ რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს

მე მიკვირს, თუ რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი. ვთქვი და განვმეორდები, არც ერთხელ, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არ გამოუთქვამს სურვილი [საქართველოს პარლამენტში ჩართვის] და  ალბათ არის ამის მიზეზი და მე ვვარაუდობ, რაც შეიძლება იყოს. იცით, რომ სამწუხაროდ დღემდე, საუბარი იყო, რომ თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, რომლის პარლამენტისთვის არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს, არათუ თითქმის, ევროპაში არაა არც ერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი, ესაა სამწუხარო რეალობა. მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული... საქართელო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, საიდანაც ელჩი ყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას.

ამიტომაც ვვარაუდობ, პრეზიდენტი იმ ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქ გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს იმ თხოვნით, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მას უმასპინძლოს იმ ვითარებაში, როდესაც თავად აქვს ქვეყანას დიპლომატიური დემარში გამოცხადებული.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები