რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მთავარმა რაბინმა რუსეთი დატოვა, კრემლი მას ომის მხარდაჭერას სთხოვდა

Commersant

მოსკოვის მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიდტმა რუსეთი დატოვა. კრემლი სასულიერო პირისგან უკრაინაში დაწყებული ომის საჯარო მხარდაჭერას სთხოვდა. ინფორმაციას ჟურნალისტი და რაბინის რძალი ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიტი ავრცელებს.

"როგორც იქნა შემიძლია გაგიზიაროთ, ჩემი დედამთილ-მამამთილი, მოსკოვის მთავარი რაბინი, პინხას გოლდშიდტი და მისი ცოლი, დარა გოლდშმიდტი ხელისუფლების მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათ უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" მხარდაჭერას სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს". – წერს ჩიჟიკ-გოლდშმიდტი.

თავიდან გოლდშმიდტი ცოლთან ერთად უნგრეთში გაემგზავრა და იქ ლტოლვილებისთვის დახმარებას აგროვებდა. მოგვიანებით რაბინს მამის ჯანმრთელობის გაუარესების გამო იერუსალიმში წასვლა მოუწია. 

მოსკოვის მთავარ რაბინად დავიდ იუშუვაევი არიჩიეს, თუმცა ისრაელის მთავარი რაბინების დახმარებით გოლდშმიტმა მოსკოვის მთავარი რაბინის თანამდებობა დაიბრუნა, რომელსაც 30 წელზე მეტხანს იკავებდა.

კომენტარები