რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები ხერსონში რუსეთის მსგავსი ადმინისტრაციის შექმნას ცდილობენ – ბრიტანეთი

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმებს განაგრძობს, თუმცა უკრაინის ქვედანაყოფები პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ. ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რომელიმე მხარეს მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლისთვის მიეღწია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტების თავდასხმები დონბასის ოლქშია კონცენტრირებული, რუსეთის სამხედრო ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. უკრაინის ქვედანაყოფებმა წარმატებული კონტრშეტევების შედეგად ხერსონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს. 

ვინაიდან ოკუპირებულა ზონა 500 კმ-მდეა გადაჭიმული, რუსეთიც და უკრაინაც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან თავდაცვითი ხაზის შენარჩუნებაში.

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთი ძალადობრივად აყალიბებს რუსეთის ფედერაციის მსგავსს ადმინისტრაციას, რუსული რუბლის შემოღებითა და სკოლებში რუსი მასწავლებლების დასაქმებით." - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები