საბერძნეთი-თურქეთი

ჩავუშოღლუ: ათენის გამო, ეგეოსის კუნძულების სუვერენიტეტს შესაძლოა კითხვის ნიშანი დაესვას

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულების მილიტარიზაციაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

თურქეთის მხარის მტკიცებით, ამ კუნძულების მილიტარიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევაა. 

"კუნძულების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თუ [საბერძნეთი] დარღვევებს არ დაასრულებს". – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და  1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.

"კუნძულების ეს სტატუსი საბერძნეთმა დაარღვია". – აღნიშნა ჩავუშოღლუმ. 

ამას გარდა, ჩავუშოღლუ კიდევ ერთხელ შეეხო თურქეთის ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა. ჩავუშოღლუს თქმით, ეს ნაბიჯი NATO-ს ალიანსის ერთიანობასთან წინააღმდეგობაშია. 

გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ის აღარასდროს დათანხმდებოდა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრას და დაამატა, რომ ის მისთვის "აღარ არსებობს".

კომენტარები