რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა

Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა. ასევე, სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. 

"ნორვეგიის მთავრობა უსაფრთხოების მიზნით, იარაღის გადაცემაზე წინასწარ საჯაროდ არ განაცხადა. [ამავე მიზნით] შესაძლოა, მომავალში სამხედრო დახმარებაზე წინასწარ კომენტარი ან ანონსი არ გაკეთდეს". - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

აქამდე, ნორვეგიამ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $43.7 მილიონს (400 მილიონ კრონს) გამოყო. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის იარაღის შეძენის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. 

აპრილის ბოლოს, ნორვეგიამ უკრაინას მისტრალის ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადასცა. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით მისტრალის სისტემა ეფექტიანია და უკრაინისთვის დიდ სარგებელს მოიტანს. 

ასევე, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, ნორვეგია უკრაინას ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით დაეხმარა და ჯამში 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ნორვეგია NATO-ს არაწევრ ქვეყანას საბრძოლველად იარაღს არ აძლევდა.

კომენტარები