რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ულიცენზიოდ ფრენისთვის აშშ-მ აბრამოვიჩის თვითმფრინავების ჩამორთმევის ნებართვა გასცა

REUTERS/Andrew Winning

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის ამერიკული წარმოების კერძო თვითმფრინავების ჩამორთმევის ნებართვა გასცა. გადაწყვეტილება აღნიშნული თვითმფრინავების რუსეთში გადაფრენას მოჰყვა, რისთვისაც რუსეთზე დაწესებული აშშ-ს სანქციებიდან გამომდინარე საჭიროა სპეციალური ლიცენზია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

სანქცირებულთა შორის ასევე არის რომან აბრამოვიჩი, რომელსაც მის მფლობელობაში მყოფი ინგლისური საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვა მოუწია, ხოლო თანხა უკრაინის დასახმარებელ ფონდებს მოხმარდა.

 

 

კომენტარები