ხათუნა სამნიძე

სამნიძე რუსულ კანონზე: ვიქნებოდი აქტიურად ჩართული ბრძოლაში, თუმცა გავდივარ ქიმიოთერაპიას

არ ვარ ახლა აქტიურად ჩართული ჩემს კოლეგებთან, განსაკუთრებით ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, ამ მძიმე ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს. ჩავერთვები უკვე ფიზიკურადაც ამ ბრძოლაში და ვიქნები ძალიან აქტიური.

[...] მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს [ონკოპაციენტებს], ვინც ამ დაავადებას ებრძვის, ამ ბრძოლაშია, მხნეობა ვუსურვო, ენერგია ვუსურვო, ოჯახისა და მეგობრების თანადგომა, რამაც მე გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის შემდეგ.

თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერიმა, ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები