ნიგერია

ნიგერიაში შეიარაღებული პირები ეკლესიას თავს დაესხნენ – დაღუპულია 50-მდე ადამიანი

საკვირაო წირვის დროს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ოვოს წმინდა ფრანცისკეს კათოლიკურ ეკლესიას თავს დაესხნენ. თვითმხილველთა თქმით, შეიარაღებულებმა მრევლს ცეცხლი გაუხსნეს, მღვდელი და ეკლესიაში მყოფი რამდენიმე პირი გაიტაცეს. 

დაღუპულთა და გატაცებულთა რიცხვი ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, ადგილობრივმა ექიმმა Reuters-თან აღნიშნა, რომ რამდენიმე მომლოცველი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. AP-ის ჟურნალისტის ინფორმაციით კი დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

ონდოს გუბერნატორმა, როტიმი აკერდოლუმ შემთხვევას უდანაშაულო ადამიანებზე "ბოროტული და სატანური თავდასხმა" უწოდა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა სამართლის აღსრულება საკუთარ თავზე არ აიღოს.

გასულ თვეებში ნიგერიაში ძალადობის რიცხვი გაიზარდა: მანამდე, ნიგერიის მეთოდისტური ეკლესიის წინამძღვარი ორ სხვა სასულიერო პირთან ერთად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაიტაცეს. ასევე, გაიტაცეს კათოლიკური ეკლესიის მღვდელი. 

კომენტარები