ალექსანდრ ლიტვინენკო

ლიტვინენკოს საქმის ფიგურანტი, დმიტრი კოვტუნი გარდაიცვალა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის ფიგურანტი, ბიზნესმენი დმიტრი კოვტუნი გარდაიცვალა

რუსული მედიის ცნობით, ინფორმაციას 57 წლის კოვტუნის გარდაცვალებაზე საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, რუსეთის დუმას წევრი, ანდრეი გულავოი ავრცელებს. 

"ჩემი ახლო და ერთგული მეგობარი, დმიტრი კოვტუნი მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩვენთვის ეს შეუვსებელი და მძიმე დანაკარგია". - წერს ის. 

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, კოვტუნი მოსკოვის საავადმყოფოში COVID-19-ის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. 

ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის ხელისუფლებას 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში სდებდა ბრალს, პუტინს კი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდა. არსებობდა ვარაუდი, რომ ლიტვინენკოს კავშირი ჰქონდა ბრიტანულ სპეცსამსახურებთან. მან რუსეთი 1999 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც რუსულ ФСБ-ს ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის მცდელობას მიაწერდნენ. ლიტვინენკო 2006 წელს მოკლეს. დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, 2016 წელს ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმით მოწამლეს, რომელიც ჩაიში შეურიეს დაზვერვის ყოფილ ოფიცერ ანდრეი ლუგავოისა და ბიზნესმენ დმიტრო კოვტუნთან შეხვედრის დროს. შესაბამისად, 2 მთავარი ეჭვმიტანილი ლუგავოი და კოვტუნი იყო. რუსეთის წარმომადგენლები, ასევე, კოვტუნი და ლუგავოი ბრალდებას უარყოფდნენ. ბრიტანულმა მხარემ რუსეთიდან ანდრეი ლუგოვოის, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ექსტრადირება მოითხოვა, რასაც კრემლი არ დათანხმდა. მოგვიანებით ლუგოვოი დუმაში, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სიით, დეპუტატად აირჩიეს.

2021 წელს სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთი დაადანაშაულა.

კომენტარები