საპროტესტო აქციები სომხეთში

ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მონაწილეებმა ფაშინიანის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს

ნიკოლ ფაშინიანი

ერევანში პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ფაშინიანის რეზიდენციასთან მივიდნენ.

სამთავრობო რაიონში, სადაც პრემირის რეზიდენცია მდებარეობს, მობილიზებულია პოლიცია. დემონსტრანტები მანამდე მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც შესასვლელების ბლოკირებაც შეძლეს.

ბლოკ სომხეთის დეპუტატმა, იშხან საგატელიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პოლიციასთან დაპირისპირებაში არ შევიდნენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს სომხეთის დედაქალაქში უკვე მესამე კვირაა მართავს. სამოქმედო გეგმის გასმოცხადებას კი მოგვიანებით აპირებს.

კომენტარები