რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის სამხედრო
ria.ru

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა თავდაპირველ მიზნებს ვერ მიაღწიეს, კიევისა და უკრაინის სამთავრობო ცენტრების დაკავება ვერ შეძლეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ ოკუპანტების შეტევების მოგერიება შეძლო.

"რუსეთი ახლა დონბასში ტაქტიკურ წარმატებას აღწევს. ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის 90%-ს აკონტროლებენ და სავარაუდოდ მომდევნო ორ კვირაში ტერიტორიის სრულად დაკავებას შეძლებენ. რუსეთმა ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებითა და ძალის კონცენტრაციის მეშვეობით მიაღწია.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რუსეთმა სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. წარმატების მისაღწევად ოკუპანტებს დამატებითი საბრძოლო ძალა და აღჭურვილობა სჭირდებათ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რედაქტირება

კომენტარები