რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: თუ კიევი აშშ-ს იარაღით რუსეთს დაარტყამს, გადაწყვეტილების ცენტრებს გავანადგურებთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი უკრაინელების გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე იერიშით იმუქრება, თუ კიევი აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღით თავს რუსეთის ტერიტორიას დაესხმება.

"იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღების ეს ტიპები გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ დარჩება სხვა არჩევანი, გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე იერიშის მიტანით ქმედების გარდა". – თქვა მედვედევმა. 

ამას გარდა, მედვედევმა ისაუბრა იმაზე, თუ რა იგულისხმა გადაწყვეტილების ცენტრებში. 

"ყველასთვის გასაგებია თუ რა ცენტრებია ესენი. ესენია თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველაფერი, რაც გნებავთ. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ცენტრები, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კიევის ტერიტორიაზე არც კი იმყოფება. ამიტომაც, ეს უპირობოდ არის საფრთხე, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული". – აღნიშნა მედვედევმა. 

1-ელ ივნისს აშშ-მ უკრაინისთვის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების გადაცემა გადაწყვიტა, დიდმა ბრიტანეთმა კი კიევს ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტეები გადასცა. 

აშშ-ს მხარის მიერ გაგზავნილი რაკეტებეი მართალია მაქსიმალურ 300 კილომენტრს ვერ ფარავს, თუმცა მათი რადიუსი მაინც საკმაოდ დიდია. 

კომენტარები