რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილს აკონტროლებენ

რუსული ტექნიკა უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა ქალაქამდე მისასვლელი მთავარი გზა უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშაა. ანგარიშის მიხედვით, სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

"მდინარე დონეცის გადაკვეთა რუსეთის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ლუგანსკის ოლქზე კონტროლის დამყარებასა და შემდგომ დონეცკის ოლქში გადასვლას შეძლებენ.

სავარაუდოდ, მდინარის გადასაკვეთად და დონეცკის ოლქში შეტევებისთვის ოკუპანტებს სულ მცირე ხანმოკლე ტაქტიკური პაუზა დასჭირდებათ, რაც უკრაინის ქვედანაყოფებს გადაჯგუფებისა და თავდაცვითი პოზიციების მომზადების საშუალებას მისცემს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები