საქართველოს საფონდო ბირჟა

მაისის თვის დღიური საშუალო ბრუნვა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 159 ლარს შეადგენდა

საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემების მიხედვით, მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა, რომლის ჯამური ღირებულებაც 3 490 ლარი იყო, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარს შეადგენდა.

ამასთან ერთად, მაისის თვეში ორი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა ემიტენტი ლიბერთი ბანკი იყო.

2021 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და, შესაბამისად, საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა, თუმცა დეკემბერში ერთი ტრანზაქცია განხორციელდა და დღიურმა საშუალო ბრუნვამ 11 ლარი შეადგინა.

2022 წლის იანვარში ბირჟაზე 1.62 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქცია განხორციელდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის ჯამურ მონაცემებს. 

"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები