საქართველოს საფონდო ბირჟა

9.5 ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა ოქტომბერში

საქართველოს საფონდო ბირჟა პროგრესს განიცდის, კერძოდ, 2021 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა და, შესაბამისად, საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა. ოქტომბერში კი ორი ტრანზაქცია განხორციელდა და დღიურმა საშუალო ბრუნვამ 9.5 ლარს მიაღწია.  

ოქტომბერში განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთი ბანკსა და გრინ დაზღვევას ეკუთვნით, მათი საერთო ღირებულება კი 203 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მარტში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ განხორციელებულა. 

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 24 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 764 მილიონ დოლარს შეადგენს.

"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.
 

კომენტარები