რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკფოლი: რუსეთის უკრაინაში შეჩერების ერთადერთი გზა მეტი და უკეთესი იარაღის მიწოდებაა

სანამ რუსეთის არმიას უკრაინაში მეტი ტერიტორიის ოკუპირებისა და წინსვლის შანსი ექნება, პუტინი ბრძოლას არ შეწყვეტს. რუსეთის ძალების წინსვლის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მეტი და უკეთესი იარაღის მიწოდებაა. საქმე ამდენად მარტივადაა. ყველაფერი დანარჩენი ფანტაზიაა. 

ყველას სურს, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს. მიზანი გასაგებია, მისი მიღწევის სტრაგეტია - არა. მათ, ვინც "დიპლომატიას" ითხოვთ, გთხოვთ, აუხსნათ პუტინს თქვენი სტრატეგია, რათა ის ომის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდეს.

წერს რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე.

კომენტარები